გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ

ძალიან მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები ღებულობენ მონაწილბას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიელების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა.

“მინდა ბრაზილიას მივულოცო ეს დიდი წარმატება, რომელიც მას წილად ხვდა. ეს არის ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივი, მითუმეტეს ასეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც არის ბრაზილია. მინდა გისურვით, რომ წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს მართლაც და მნიშვნელოვანი მოვლენა. ძალიან მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები ღებულობენ მონაწილბას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 13 სახეობის 39 სპორტსმენი ეს არის მართლაც ძლიან მნიშვნელოვანი საქართველოს.

“მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლა პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, არაერთხელ გახმაურდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს წარმატება მოიტანა დღევანდელ დღემდე. უპირელე ყოვლისა თქვენ მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა. მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რომელიც გაქვთ თქვენ უკვე როგორც ოლიმპიური საგზური. მიდა გისურვით, რომ გამარჯვებულები დაბრუნებლიყავით. დღეს მთელი საქართველო არის თქვენი გულშემატკივარი. ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი”
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე: ამ მძიმე წუთებში საქართველო გერმანიის გვერდით დგას