გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხოსაქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს დაენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციებისსაკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე. აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელი: დიდი იმედი მაქვს, არ იკვეთება საგანგაშო სიგნალი, რომ შს სამინისტრო ხელს აფარებს ბრალდებულებს
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პრეზენტაცია შესაძლოა, 8 სექტემბრამდე გამართოს