გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს.

“ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას! დიდი წარმატება მინდა გისურვოთ ამ გზაზე! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენ ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა გქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობებს სწორად და გონივრულად გამოიყენებთ და თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა”,–ნათქვამია მილოცვის წერილში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან “პარტიზანი მებაღეები” კარვის დადგმას ცდილობენ
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.2857 ლარი გახდა