გიორგი გახარია: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია , წერტილი

“ეს ისტორია, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფერებს იძენს, ჩემთვის არის ჯერჯერობით გაუგებარი, მე გარკვეული პერიოდი დაველოდები, ვნახავ, კიდევ რა სიურპრიზებს ამზადებენ, სადამდე შეიძლება შევიდეს ეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა, უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე, ყველაფერ ამაზე გავცემ შესაბამის პასუხს… მე დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ… მხარე, არც ვიცი, ვინ, თუნდაც მამუკა ხაზარაძე.

ობიექტურად , რომ ეს თემა დაიხუროს – მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია , წერტილი.

ამის შემდეგ, ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება გავრცელებული… ეს მას ჰკითხეთ იცრუა თუ არა მამუკა ხაზარაძემ, მე ასე მარტივად ბრალდებებს არ ვაცხადებ, თან ეთერში, იმიტომ, რომ მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად – მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია ”-განცხადა შს მინისტრი გიორგი გაახარია TV პირველის ეთერში, თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

 

https://youtu.be/fgDVwlvUgTs

 

banner
წინა სტატიაშიიმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, რომ ცხადია, ოპოზიცია მის გადაფარვას ეცდებოდა
შემდეგი სტატიააღიქვამს თუ არა ხაზარაძეს შს მინისტრი მოწინააღმდეგედ -გახარიას პასუხი