გიორგი ხარჩილავა ზედამხედველობის სამსახურს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა კვარაცხელიას ყოველდღიური მუშაობის მონიტორინგის მიზნით გაესაუბრნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამსახურის დებულებიდან გამომდინარე, კონტროლზე იქნას აყვანილი კომუნალური სამსახურის ყოველდღიური საქმიანობა დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის კუთხთ, ყურადღება გამახვილდეს გარემოს დაცვის საკითხებზე.
შემოწმებულიქნას მიმდინარე მშენებლობების სამშენებლო პროექტთან შესაბამისობა.
მონიტორინგი გაეწიოს სამშენებლო ნარჩენების გატანას, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, იხელმძღვანელონ კანონით.
გიორგი ხარჩილავამ ზედამხედველობის სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აღნიშნული საქმიანობის აღსრულებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და ოჯახს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიახობში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა