„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და ოჯახს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ“ – გიგი წერეთელი

„ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა საქართველოს მოქალაქე და სამხედრო ვეტერანი დავიხსნათ პატიმრობიდან, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ოჯახთან ხელისუფლებას უნდა ქონდეს კონტაქტი და ყველა საჭირო ინფორმაციას უნდა აწვდიდეს ოჯახს იმედი გვაქვს, რომ ეს პატიმრობა ძალიან მალე დასრულდება.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„გვინდა გამოვეხმაუროთ, სამხედრო ვეტერანის მამუკა ჩხიკვაძის საოკუპაციო ზოლიდან გატაცების ფაქტს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საოკუპაციო ძალებმა იგი გაიტაცეს, როდესაც იმყოფებოდა მამის საფლავზე ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა მისმა ოჯახმა, სამწუხაროდ ოჯახისთვის არაფერი ცნობილი არ არის და როგორც ვიცით ხელისუფლების მხრიდან მათ არავინ დაკავშირებიათ, მხოლოდ მედიის მხრიდან იყო კონტაქტი, რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან სამწუხარო, მძიმე და საგანგაშოა, ბევრი ასეთი ფაქტის მომსწრენი ვართ ზოგი მათგანი გახმაურდა ზოგი არა, ჩვენი მოქალაქეები უმიზეზოდ ხვდებიან პატიმრობაში და იქაური ე.წ სასამართლო მათ საუკეთსო შემთხვევაში ან აჯარიმებს ან პატიმრობაში ტოვებს, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა საქართველოს მოქალაქე და სამხედრო ვეტერანი დავიხსნათ პატიმრობიდან, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ოჯახთან ხელისუფლებას უნდა ქონდეს კონტაქტი და ყველა საჭირო ინფორმაციას უნდა აწვდიდეს ოჯახს იმედი გვაქვს, რომ ეს პატიმრობა ძალიან მალე დასრულდება, ის გარემოება, რომ მამუკა ჩხიკვაძე არის ყოფილი სამხედრო და ვეტერანი, კიდევ უფრო ზრდის რისკებს იმისა, რომ მის მიმართ გაცილებით უფრო ცუდი მოპყრობა იყოს, მე არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო წამებაზე და აშ, მაგრამ შესაძლოა ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმოს სეპარატისტული ძალების მხრიდან მოპყრობა და ე.წ საგამოძიებო მოქმედებები.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა ზედამხედველობის სამსახურს სრულ მხარდაჭერას უცხადებს