სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ლუგარის ცენტრის ნებისმიერ დისკრედიტაციას წინ აღუდგეს
სხვა სტატიები
- მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია 24 საათიან რეჟიმში გვაქვს- ბესელია
- ამის დედა ვატირე, რას გადაგვაყოლე ამ შენს ბიზნესს და პირად ინტერესებს, რით ვერ დაკმაყოფილდი , რა გინდა?
- გიორგი გახარია : მარტის თვეში PCR – ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22 და ნაცვლად 200 ტესტისა დღეში 9 000 ტესტი კეთდება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ლუგარის ცენტრის ნებისმიერ დისკრედიტაციას წინ აღუდგეს. როგორც მან პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შედეგები შეინარჩუნოს და მეორე ტალღა თავიდან აიცილოს.
„საქართველო პიონერი იყო ჯანდაცვის სექტორში ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სისტემისა და პროგრამის თვალსაზრისით, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას ეხება. ჯანდაცვის სისტემის ნაწილს გაუმჯობესება სჭირდება. თქვენმა უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენ გვაშფოთებს მაგალითად ბავშვთა ონკოლოგია, ეს გახლავთ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პირადად მნიშვნელობას ვანიჭებ.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ლუგარის ცენტრის მუშაობას პანდემიის ყოველ ეტაპზე, ის მაღალ შეფასებას იმსახურებს და ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ძალისხმევას, დისკრედიტაცია მოახდინოს ამ ინსტიტუტის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და მეორე ტალღა თავიდან ავიცილოთ. ასევე შევამციროთ რისკი, რომ მკაცრი ზომები აღარ მივიღოთ. ჩვენ სიფთხილით უნდა ვიმოძრაოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთბაშად ყველა საზღვარს არ გავხსნით. მაგალითად, რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, ყველა სახმელეთო საზღვარს არ ვხსნით. ასევე, ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ დიდი გამოცდილება შეიძინა.