გიორგი კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კანდელაკი “მავნებლობად” აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ხელისუფლებამ თავადვე აღიარა უსაფრთხოდ.

“დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, დაბლოკა საქართველოში ფულის დახარჯვის სურვილით აღვსილი ტურისტებით სავსე 16 ჩარტერი აგვისტოსა და სექტემბერში. ლიტვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ ავიაკომპანია Get Jet-ს. უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტების დაბლოკვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ კარანტინთან ერთად, არის არამეცნიერული, მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი”, – წერს დეპუტატი Facebook-ის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირუსული რელიგიურ-იდეოლგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწუნეს როგორც საეროს, ისე სასულიეროს
შემდეგი სტატიაფილიპ რიკერი: რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის აგრესიული კამპანია ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის მიზნით, კრემლის ცინიზმს აჩვენებს