რუსული რელიგიურ-იდეოლგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწუნეს როგორც საეროს, ისე სასულიეროს

დასაბუთება არ უნდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე ორ საუკუნეზე მეტია, არც იმის მტკიცებაა საჭირო, თუ რამხელა ტრაგედია და დანაკარგები იწვნია ჩვენმა ქვეყანამ და ერმა 2008 წლის აგვისტოში იმპერიალისტური რუსეთის თავდასხმისას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ხალხში არსებული რუსული იდეოლოგიური გავლენები მაინც ღრმად რჩება: გვყვავს ღიად პრორუსული (ესე იგი რუსეთიდან მართული) რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება შენიღბულები პატრიოტიზმის და პროქართულობის ტერმინოლოგიით, წითელი ინტელიგენციის პრორუსული ნარჩენები, რუსული რელიგიურ-იდეოლგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწუნეს როგორც საეროს, ისე სასულ-წერსიეროს.

ყველაფერს აკეთებს რუსული იდეოლოგიური მანქანა, რომ დათესოს ქართველ ხალხში ევრო-ამერიკული ცივილიზაციის და პოლიტიკური კურსის მიმართ ზიზღი და უნდობლობა, იყენებს საამისოდ თავის მიერ მართულ ტელევიზიებს, გაზეთებს, ინტერნეტსაიტებს, ცნობილ სახეებს. ვერ ვიტყვი რომ დიდ წარმატებას აღწევენ ამ საქმეში, მაგრამ თუნდაც 10 პროცენტიანი ამ გვარი მენტალობის (ესე იგი სამშობლოს ნებსითი, თუ უნებური მტრების) მასის ყოლა სამწუხარო და ტრაგიკული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის და სახელმწიფოებრივი აღორძინების, ეკონომიკური წინსვლის და ადამიანის პიროვნების დაცვის ერთადერთი გზა საქართველოს ევრო-ამერიკული ინტეგრაციაა, ესაა ღმერთის მიერ მოცემული ისტორიული გზა, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარება და რუსული ჭაობიდან თავდახსნა შეუძლებელია.

დიდება და მარადიული ხსოვნა აგვისტოს გმირების და რუსულ ოკუპაციასთან (1801 წლიდან დღემდე) მებრძოლი ყველა გმირის სახელებს მოყოლებული ქართლ-კახეთის ბატონიშვილ (უფლისწულ) ალექსანდრე ერეკლეს ძით და მეფე სოლომონ მეორეთი და აგერ ორიოდე წლის წინ წამებით მოკლული გმირის, არჩილ ტატუნაშვილით დაბოლოვებული!

ღმერთმა ადიდოს და გაუმარჯვოს საქართველოს სახელმწიფოს და მრავალტანჯულ ერს!-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით,
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა