ფილიპ რიკერი: რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის აგრესიული კამპანია ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის მიზნით, კრემლის ცინიზმს აჩვენებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ფილიპ რიკერი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება რიკერმა ვიდეომიმართვის მეშვეობით გაავრცელა.

“რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. გასულ წელს, რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალებმა ასობით მეტრით წინ წაიწიეს საქართველოს ტერიტორიის შიგნით. ეს შეჭრა გვახსენებს, რომ ვერ ვიქნებით დამშვიდებული კონფლიქტთან დაკავშირებით. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთს კვლავ სურს საფრთხე შეუქმნას მოქალაქეებს უსაფრთხოებას რეგიონსა და მსოფლიოში. რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის აგრესიული კამპანია ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის მიზნით, კრემლის ცინიზმს აჩვენებს. მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავის ძალები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი შეთანხმება და ვალდებულებები”, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა
შემდეგი სტატიააბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო