გიორგი ისაკაძე: მიშვებული ჟანგი ბოლო სერიაში ყველაზე მაღალი სინჯის რკინასაც ერევა

იმდენი უარყოფითი დააგროვეთ მცდარი,დანაშაულებრივი და დაგვიანებული გადაწყვეტილებებით,რომ თავად გახდით ამ ნეგატივის დღის წესრიგის შემოქმედნიც და ტყვეც. დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი,წვერმოშვებული და წონაში დაკლებული ცხინვალის იზოლატორის ტუსაღი,გაცილებით ლაღია არჩევანში და მოქმედებაში,ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების სამუშაო სივრცეებში განთავსებული ჩინოვნიკები.
დაგვიანებული მოქმედების დროა.დაიწყეთ პროპორციული არჩევნების სისტემის უპირობო მობრუნებით.უპასუხისგებლო ჩინოვნიკების გაშვებას პოსტებიდან ალტერნატივა არა აქვს.ისინი გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდნენ გავრილოვის ღამეს შემდგომ. 20 ივნისის და თანმდევი ამბების გამო დატუსაღებულები გამოუშვით ციხიდან.უმიზეზოდ,უსამართლოდ დატუსაღებულები.ამ ამბებს წინ უძღოდა პანკისის მოვლენები-ნული რეაგირება,არავინ დასჯილა ივნისის ამბების გამო გამსილაქებლებისგან და სამართლიანობის პრინციპითაც(სხვას რომ თავი დავაბენოთ)არ ეკუთვნის ამ ხალხს სატუსაღოში ყოფნა.ზოგადად, სისტემურ ცვლილებებზე აღარაფერს ვწერ.
უბრალოდ,არ მეიმედებით….პოზიტიური დღის წესრიგის დამკვიდრება ხელგეწიფებოდეთ.
წაგიღოთ და შეგჭამათ რუტინამ,რომელიც ჟანგად მოედო სახელისუფლებო ყოველდღიურობას და ვერც პერიოდული ფასადური პალირება შველის.
მიშვებული ჟანგი ბოლო სერიაში ყველაზე მაღალი სინჯის რკინასაც ერევა.

 

გიორგი ისაკაძე

banner
წინა სტატიაშიპრაქტიკულად შემოთავაზებით, ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძვით, რეალურად გვეთქვა უარი – ბურჯანაძე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : დღეს მაგიდაზე დევს შეთავაზება, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ არ მოსწონს