გიორგი გუგავა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების კონცენტრირებას ემსახურება და ეს სრულიად ლეგიტიმურია

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების, ამომრჩევლის კონცენტრირებას ემსახურება და ეს სრულიად ლეგიტიმურია, უცნაურს და გაურკვეველს ვერაფერს ვხედავ, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„მისი ეს პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების, ამომრჩევლის კონცენტრირებას ემსახურება და ეს სრულიად ლეგიტიმურია. მათ შეუძლიათ, გარკვეული როლი ითამაშონ იმ ოლიგარქიული ურჩხულის დამარცხებაში, როგორიც ივანიშვილია. აქედან გამომდინარე, უცნაურს და გაურკვეველს ვერაფერს ვხედავ. ორპოლუსიანი სისტემის პერიოდი დამთავრდა, როდესაც ჩვენ პროპორციული არჩევნების წესი მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მთავრობა იქნება კოალიციური. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიცია საერთო ძალისხმევით, ერთად, კოორდინირებული მუშაობით, დაამარცხებს ოლიგარქიულ რეჟიმს და ქვეყანაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც გააკონტროლებს ერთმანეთს და იზრუნებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას აწუხებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი-ერთი ხელოვნური განაყოფიერება რამდენიმე ბავშვის სიცოცხლის ფასად ხდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსისგან 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაფიქსირდა 7 ახალი შემთხვევა