,,გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული”

როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამებით არის დაკავებული – ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

როგორც კაპანაძემ განმარტა, გიორგი გახარია პარლამენტში მიწვეულია საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში და უმცირესობა მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს მას.

კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ დასაზუსტებელი და შესათანხმებელი არაფერია და ყველაფერი მინისტრზეა დამოკიდებული.

„გიორგი გახარია პარლამენტში დაბარებულია უმცირესობის სხდომაზე, უმცირესობა მზად არის მიიღოს ნებისმიერ დღეს, მაგრამ როგორც ჩანს, მოსვლას არ აპირებს. სხვა რა არის შესათანხმებელი, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, უმცირესობას შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე და სხვა გახმაურებულ საქმეებზე.

banner
წინა სტატიაში“ბოდიშს ვიხდი თუ ვინმემ თავი ცუდად იგრძნო” – “ფეიკ ნიუსი”, რომელიც “საზმაუმ” გაავრცელა – რა დაადგინა ქარტიამ?
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: შენ რომ უხამსად მოგექცევა ხელისუფლება, შენც უხამსად არ უნდა მოიქცე….