გიორგი გახარია – ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული

რეალურად, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება გზების რეაბილიტაციის ნაწილში, არ გაკეთებულა 50 წელი; წყალმომარაგების ნაწილში ზუგდიდში წლის ბოლომდე ეს პრობლემები მოგვარდება და საერთოდ ზუგდიდის როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ კუთხით სერიოზული რესურსები მიიმართება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ზუგდიდი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და საერთოდ აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებით და იმის გათვალიწინებით, რომ თბილისთან, ბათუმთან, ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ ფონდს ვინახავთ მეორე ტალღისთვის, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია გიგა ბოკერიას – მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ დამშვიდდით, ნერვებს გაუფრთხილდით და დამელოდეთ