გიორგი გახარია : უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობას

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას.

„ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რამეთუ დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით