გიორგი გახარია – უკანონო ბრძანება არ გაცემულა, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას და პასუხებს რომ ვცემთ თქვენ კითხვებს, ადასტურებს, რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული

უკანონო ბრძანება არ გაცემულა, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას და პასუხებს რომ ვცემთ თქვენ კითხვებს, ადასტურებს, რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სხდომაზე დაისვა, ეხებოდა 20 ივნისს გაცემულ ბრძანებებს რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას განცხადებით, სრულად აგებს პასუხს, რომ იმ ღამეს უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

„იყო რამდენიმე სიტყვა ნათქვამი რეზინის ტყვიებზე და გავრილოვის ვიზიტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ.

იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულად პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვსხედვართ დღეს აქ თქვენს წინაშე და პასუხებს ვცემთ თქვენ კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი, არ მინახავს ეს ხალხი გარეთ გამოსული, აქცია რომ მოეწყოთ “
შემდეგი სტატია“რუსეთთან არსებული ფორმატების ამოწურვამდე სხვა ფორმატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია”