გიორგი გახარია უგულავაზე: შეწყალებას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ეს აღიარებაა

“შეწყალებას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ეს აღიარებაა,” – ამის შესახებ პრემიერმინიტრმა გიორგი გახარიამ რუსთავი ორის ეთერში გიგი უგულავას საქმეზე და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“როდესაც, ვიღაცა ამბობს, რომ ვიღაც თეორიულად უნდა გათავისუფლდეს, მაშინ როდესაც ქვეყანაში გავლილია სასამართლო ინსტანციები, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაცა თუ უნდა შეიწყალოს, კი მაგრამ, თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძაან მარტივია, აღიარებაა,” – ამბობს გახარია.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებასაც აქვს პოლიტიკური ფასი გახარია პასუხობს, რომ თუ ამას აქვს ფასი, ამას საბოლოო ჯამში გადაახდევინებს ამომრჩეველი.

“შეუძლებელია, ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემის პირობებში ვიღაცას ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია შეწყალებაზე ისე, რომ ამაში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს,” – ამბობს გახარია.

რაც შეეხება კონკრეტულად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების საკითხიცაა, გახარია ამბობს:

“ძალიან კარგად მესმის რა არის პოლიტიკური პროცესი და ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მსგავს პოლიტიკურ პროცესში არსებობს წერილობითი საბუთები, მაგრამ არსებობს სიტყვიერი შეთანხმებებიც და არსებობს რაღაც სხვა განზომილებებიც, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი ფაქტია ის და კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ,” – ამბობს გახარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: გაზაფხულის მოლოდინის შემდეგ წიწილებს შემოდგომით ითვლიან-სადაც საჭირო იქნება იქ ვიქნები
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: გარეჯში ტრაგიკული ამბავი ხდება, ეს, წესით, ყველა გონიერ კაცს უნდა ესმოდეს