ირმა ინაშვილი: გარეჯში ტრაგიკული ამბავი ხდება, ეს, წესით, ყველა გონიერ კაცს უნდა ესმოდეს

უკაცრავად, რომ სრულიად სხვა თემას ვეხები, მაგრამ ვხედავ, აუცილებელია რეაგირება.

ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი პატარა ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის თემითაა დაკავებული და ყველა სხვა თემამ ბუნებრივად მეორე პლანზე გადაიწია, მაგრამ ეს არ ეხება დავით გარეჯის დაცვის თემას, არ ეხება ეროვნული საგანძურის დაცვის თემას. ვერც ერთი ვირუსი ვერ დააბრკოლებს ადამიანებს,- იმოქმედონ მათი მიწის, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და დავით გარეჯში რომ ტრაგიკული ამბავი ხდება, ეს, წესით, ყველა გონიერ კაცს უნდა ესმოდეს. ახლა ვნახოთ, ამ მძიმე ვითარებაშიც კი, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დავით გარეჯის თემის განეიტრალების მიზნით, ეს სტრუქტურა სრულიად უზნეო ხერხს მიმართავს. დააკვირდით, ვებრძვით კორონავირუსს და პარალელურად, სუსის ცნობილი აგენტურა (პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული უსახური “სახეები” და სუსის მიერ მართვადი პირები) სოციალურ ქსელში სომხეთის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს (იქნება პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სამოქალაქო აქტივისტი), ვინც ითხოვს პასუხი გაეცეს დავით გარეჯის ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებს და პროცესს, რომელიც გვაჩვენებს, რომ დავით გარეჯს თვალსა ხელს შუა ვკარგავთ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება გარეჯის დასაცავად მოქმედებდეს, ვინც ხმას ამ თემაზე აღიმაღლებს, სომხეთის აგენტებად აცხადებს, რაც სამარცხვინო უწესობა და უზნეობაა. ხაზს ვუსვამ, პატივს ვცემ აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც და ბერძნებსაც, მაგრამ ჩვენი მიწის დასაცავად ხმაამაღლებული ქართველების სხვა ქვეყნის აგეტებად გამოცხადება, ამაზრზენი უწესობაა, ამიტომ საჯაროდ მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: აქცია კი არა, აქციები გაიმართება დავით გარეჯის დასაცავად. თქვენი ცნობილი, იაფფასიანი აგენტურა კი, დააოკეთ, ჩვენს წინააღმდეგ კი ნუ აწერინებთ სამარცხვინო პოსტებს, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმით დააკავეთ”,-აცხადებს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია უგულავაზე: შეწყალებას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ეს აღიარებაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე…