გიორგი გახარია – უახლოეს პერიოდში გამომძიებელთა ახალი კორპუსი შეიქმნება

უახლოეს პერიოდში გამომძიებელთა ახალი კორპუსის შექმნას შევუდგებით, რაც მოგვცემ საშუალებას გავმიჯნოთ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპროცედურო საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს-ს რეფორმირების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის რეფორმები კრიმინალურ პოლიციაში, რომელიც უკვე დაწყებულია.

„ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახლავთ რეფორმები კრიმინალურ პოლიციაში, რომლიც განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები, ძირითადი მიზანი ამ რეფორმებისა გახლავთ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნა. ამ მიმართულებით მინდა მოგახსენოთ, რომ სამინისტროში არსებული აკადემიის ბაზაზე და საფუძველზე, უკვე მოხდა დღეს არსებული გამომძიებლების კვალიფიკაციის შეფასება. უკვე გატარებული იყო გარკვეული საკანონდებლო ცვლილებები და უახლოეს პერიოდში შევუდგებით გამომძიებელების ახალი კორპუსის შექმნას, რაც მოგვცემ საშუალებას გავმიჯნოთ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქცია. მინდა მოგახსენოთ, რომ საუბნო საქმიანობის მიმართულებით ჩვენ უკვე დავაანონსეთ და ვქმნით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს. წლის ბოლოსთვის გვექნება სამი ძირითადი ფუნქციის მატარებელი კრიმინალური პოლიცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. ამ გეგმას ჩვენ დავასრულებთ წლის ბოლომდე, რამეთუ საუბნოს ნაწილში უკვე არსებული თანამშრომლებიდან ამორჩეული გვყავს 80, რომელმაც უკვე დაასრულა კვალიფიკაციის კურსების გავლა.იგივე მდგომარეობაში ვართ დაახლოებით საგამოძიებო ნაწილში და უახლოეს დღეებში ჩვენი მოქალაქეები მედიასაშუალებებით იხილავენ სარეკლამო კლიპს, რომელიც მოუწოდებს რიგით მოქალაქეებს გახდნენ პოლიციის თანამშრომლები. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ სურვილი მოქალაქეებში სულ უფრო და უფრო იზრდება”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატია„რეფორმების შემდგომი ნაბიჯის განსახიერება გახლავთ მომსახურეობის ის ცენტრი, რომელიც უკვე ამოქმედდა საპატრულო პოლიციაში”