გიორგი გახარია : საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომელშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება

admin
ავტ.: admin ივნისი 10, 2020 11:31

გიორგი გახარია : საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომელშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება

საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომელშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

პრემიერის თქმით, შედეგი, რომელიც არის ქვეყანაში, არის ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გაგრძელდეს.

„ექვსი თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში; შესანიშნავ ბაღებში, მსოფლიოს საუკეთესო დონეზე გაკეთებულში. იქაც ვისხედით, ვლაპარაკობდით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრ კარგ რაღაცაზე შევთანხმდით.

საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რა პირობებშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება; შეძლებს, საქმე აკეთოს ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე.

აქ რატომ შევიკრიბეთ, მარტივი მიზეზი გვაქვს. მართლა რთული პერიოდია. ზოგჯერ შეიძლება, ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, „კოვიდ-19“ ძალიან დიდი რისკია, ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში უმარავი სხვა გამოწვევა გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. რაღაც შედეგი თუ გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ.

უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გავუფრთხილდებით და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin ივნისი 10, 2020 11:31