გიორგი გახარია : საქართველოს დისტანციური განათლების მოდელი OECD-მა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად დაასახელა – შეიძლება დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება

OECD-მ გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა განათლების სამინისტროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ქვეყანას მისცემს აკადემიური წლის გამოცხადების გამოწვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშშo ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას შესახებ