ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს

news
ავტ.: news აპრილი 6, 2020 11:35

ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლალი დარახველიძის თქმით, გარდა ამ ორი შემთხვევისა, ამ დრომდე ზუგდიდიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

”ბოქსის განყოფილებაში იმყოფება ორი პაციენტი, ერთი მამაკაცი და მეორე ქალი. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება მძიმე გართულებების გარეშე, ქალის მდგომარეობა სტაბილურია საშუალო სიმძიმის, გუშინ სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალის მეშვეობით შემოიყვანეს საკარანტინო ზონიდან პაციენტი ჩივილებით ცხელებაზე, ხველაზე, ჩატარდა კვლევები, გაიგზავნა მასალა Covid 19 – ის დიაგნოსტიკის მიზნით , დიაგნოზი არ დადასტურდა და პაციენტები ისევ დაუბრუნდნენ საკარანტინო ზონაში”, – განაცხადა ექიმ – ინფექციონისტმა დალი დარახველიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 6, 2020 11:35

Google სტატისტიკა


5,856
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics