გიორგი გახარია – საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს

უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს, 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი: ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს ბზობის დღესასწაულზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა