გიორგი გახარია : საარჩევნო პოლიტიკურ პროცესს არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა

რამდენიმე კომპონენტი გვემატება. პირველი არის საარჩევნო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ. მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

„რამდენიმე კომპონენტი გვემატება. პირველი არის საარჩევნო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოეგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა. ეს ხელშეუხებელი პროცესია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ჩატარდება. მაგრამ ეს არის პრიორიტეტი, რომელიც საქათველომ მთელს მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება , შარშანდელზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა უკვე გვაქვს შესყიდული, და მისი მოწოდება, ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან