გიორგი გახარია – რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას ზიანი მიაყენონ სხვადასხვა სახის პროვოკაციით.

„ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოსა და  ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას განკარგულების საფუძველზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
შემდეგი სტატიასოფო კილაძე – ეკლესიასა და პატრიარქზე შტურმი მიმდინარეობს