გიორგი გახარია: პრობლემები წყალმომარაგების კუთხით არ უნდა მომხდარიყო

ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელის სისტემური პრობლემის აღმოფხვრას დაეთმობა, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

„წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.

დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური, გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ, მიმდინარე წელი უნდა დავუთმოთ სრულად, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს