გიორგი გახარია პოლიციასა და საზოგადოებაზე

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პოლიციელიც ჩვენ საზოგაოების ნაწილია. შესაბამისად ჩენი რეფორმების ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ ვამბობთ, რომ შეუძლებელია ერთ დღეში ჩვენ პოლიციის 40 ათასი თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეოფრმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე, ჩვენ ერთ დღეში, სახეცვლილ პოლციიას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ, ისევე როგორც სამოქალაქო საოზგადოების ე.წ. ცნობად სახეებს”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში .
“ჩვენ, საზოგაოდებასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები და მათი არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათელბლო ნაწილის ასევე მკაფიო და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებით, რათა ნელ ნელა ეს გაუცხოვების ელემნტი გადავლახოთ. ჩენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა, ჩვენი საოზგადოების ინტერესშია, რა თქმა უნდა ჩვენ ასევე გვემის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა ასევე კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას რეფორმირების კონტექსტში იყოს ჩვენთან ერთად.
ჩვენ ამის მოთხოვნის უფლებას გვაძლევს გახსნილობა და მაქსიმალური ტრანსფარენტობა როგომელსაც ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ , რომ ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული და მზად ვართ თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ, როგორც საზოგადოებასთან ასევე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად. რა შედეგიც დადგება ის შედეგი იყოს აღსრულებული უკლებლივ ყველა ფაქტზე, პოლიციის ფორმით იქნება ეს ადამიანი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ნაბიჯ- ნაბიჯ შევძლოთ ურთიერთნდობის ამაღლება, სხვანაირად ის შედეგი რასაც უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამარცხება ჰქვია – იქნება შეუძლებელი“,-ამის შესახებ შს მინისტრმა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს შეეხო