გიორგი გახარია პარლამენტში სამ საკითხზე ისაუბრებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:24

გიორგი გახარია პარლამენტში სამ საკითხზე ისაუბრებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სამ საკითხზე ისაუბრებს.

პირველი საკითხი 2018 წელს შსს-ში გაწეული სამუშაოების შედეგების ეხება. მეორე საკითხია შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებს, 2018 წლის 12 მაისს კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები იქნება.

გიორგი გახარიას მოსმენა რეგლამენტის 207-ე მუხლის თანახმად მოხდება.

ბიუროს სხდომაზე დღეს კამათი მოჰყვა მინისტრის მოსმენის პროცედურებს. „ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი კითხვა-პასუხის ერთმანეთის თანმიმდევრობით გამართვას ითხოვდა.

„რატომ გაიზარდა მძაფრად კრიმინალი, ასევე ნარკორეალიზაცია, ამ მიმართულებით აუცილებელია იყოს კითხვა-პასუხის რეჟიმი. იქნებ, პროცედურულად შესაძლებელი იყოს, რომ კითხვა და პასუხი იყოს თანმიმდევრული. ისე არ უნდა მოხდეს, რომ უპასუხოდ დარჩეს გარკვეული კითხვები. ერთიანად პასუხის შემთხვევაში აქვს მოპასუხეს საშუალება, თავი აარიდოს გარკვეულ პასუხებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მინისტრის მოსმენა დადგენილი პროცედურის შესაბამისად გაიმართება.

„თავდაპირველად იქნება მინისტრის გამოსვლა, შემდეგ კითხვა-პასუხი, დაზუსტებები. შემდგომ იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების გამოსვლა, ფრაქციების დროები. უმრავლესობა, უმცირესობა და დასკვნითი სიტყვა. შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის კითხვებზე საპასუხოდ. ჩვენ ხშირად არ გვაქვს შემთხვევები, როცა მინისტრს, ვიცე-პრემიერს ვუსმენთ ხოლმე პლენარულ სესიაზე და ეს ძალიან კარგია. პროცედურა არის ისეთი, როგორიც არის ნებისმიერ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე პასუხს მივიღებთ, რადგან მისი მოსვლის ამოცანა ეს არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics