გიორგი გახარია – მზად ვართ, ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა

afxazeti

ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რათა ამ მიმართულებით ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.

„მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არა მხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, არამედ, გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ გამოგვდის, თუმცა გარკვეული შედეგები ამ მიმართულებითაც გვაქვს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტობუსის ერთი მძღოლი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს