გიორგი გახარია – მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-თან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება

საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიქარელში სპეცოპერაციის შედეგად ორი საჯარო მოხელე დააკავეს
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა