ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-თან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს