გიორგი გახარია – მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე

კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.

„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა
შემდეგი სტატიავფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს