გიორგი გახარია : კითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება, ადრე ეს იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს – ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 19, 2019 13:21

გიორგი გახარია : კითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება, ადრე ეს იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს – ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეეძლო თუ არა საკანონმდებლო ორგანოს გასვლითი სხდომა ჩაეტარებინა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით.
„გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ცეცხლი და აღმართული ბარიკადები თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი. კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ბარიკადების აღმართვა და სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება, პოლიცია იმოქმედებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 19, 2019 13:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics