გიორგი გახარია არჩევნების გაყალბების ვიდე-კადრებზე – „ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და თუ უკვე არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება“

 

გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის შეკითხვას უპასუხა, გავრცელებული ვიდეო-კადრების შესახებ, რომელიც არჩევნების დროს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ყუთში ჩაგდებას ეხებოდა. კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ცესკომ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებულია, რომ ის გამოძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„ტელევიზიაში გაშვებული კადრები, როდესაც საარჩევნო პროცესის უხეში დარღვევა იყო ნაჩვენები და იქ უბრალოდ, ჩაყრის კადრები იყო. მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ უკვე თუ არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე – ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დაკავებულ უკრაინელებზე – შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა დამატებით 14 არასასურველი სპეციფიკური გამოცდილების და ცოდნის ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა