ლევან კობერიძე – ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს

ზაზა სარალიძეს სამართლის აღსრულებისთვის საპარლამენტო დარბაზებში სიარული არ უნდა სჭირდებოდეს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას მონაწილეობით მიმდინარეობს.

კობერიძემ აქვე აღნიშნა, რომ სამართალი, რასაც ზაზა სარალიძე ეძებს, აუცილებლად აღსრულდება.

„დღეს ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზაზა სარალიძე გვესწრება. ეს ფაქტი თითოეული ჩვენთაგანისთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, როგორც კითხვების დასმის დროს, ასევე პასუხების გაცემის თვალსაზრისით და მსჯელობის თვალსაზრისით, რაც ამ თემაზე აქ იმართება. ამ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს საპარლამენტო, სასესიო დარბაზებში სიარული სამართლის აღსრულებისთვის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებელია სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია არჩევნების გაყალბების ვიდე-კადრებზე – „ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და თუ უკვე არ არის აღძრული საქმე უახლოეს დღეებში საქმე აღიძვრება“