გიორგი გახარია – არანაირი კვლევა არ გვჭირდება, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების

ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში, გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკის და პანიკის დანერგვა.

„მე ახლა დავამთავრე რეგიონალური წარდგენების ციკლი. ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში, გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების. უბრალოდ არ გვჭირდება. ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი რაც არის, მეც არ მომწონს და რაზეც ხშირად ვსაუბრობდით – ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკის და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოვა ეს ყველაფერი. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად, უსაფრთხოდ, დემოკრატიულად და ღიად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტს და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმს, ისევე, როგორც ვისაუბრებთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – 1 186 ახალი შემთხვევიდან 20-25 პროცენტამდე ექვემდებარება ჰოსპიტალურ მკურნალობას