გიორგი გახარია: აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა

„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მარაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ვალდებულებაა, რომ მათ დაეხმაროს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები”,-აცხადებს გიორგი გახარია.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს – სრულიად იკრძალება ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგლება, როგორც ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისიწნების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.

21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი“ ,- განაცხადა გახარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს