გიორგი გახარია : 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებულია, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

ამასთან, გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულ სამართალდარვევებსა და დანაშაულზე საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ იმსჯელოს.

„რა თქმა უნდა, სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, როგორც იცით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვისაც საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და საქართველოს სასამართლომ“, – განაცზადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : 20 ივნისიდან რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის მთავარია, რომ ეს იყო ქმედება, რომლითაც სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა