გიორგი გაბუნია: ხელისუფლება ტრიუმფალური კარიდან არ შემოვუშვით, მაგრამ ის უკანა კარიდან შემოძვრომას შეეცდება

გადაცემა „არჩევანის“ წამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეში, ხელისუფლებასთან უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი კვლავ გრძელდება.

ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მთავარი ტრიუმფალური კარიდან არ შეუშვეს, მაგრამ ის უკანა კარიდან შესვლას და არსებული რეალობის შეცვლას ეცდება.

„ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის დამარცხებას, „მოგუდვას“ ზეიმობდა. ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ დღეს ვინ ზეიმობს, ჩვენ თუ ისინი? დღეს ჩვენ ვზეიმობთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. ეს ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ხელისუფლება მთავარი, ტრიუმფალური კარიდან არ შემოვუშვით, მაგრამ ის უკანა კარიდან შემოძვრომას შეეცდება, ჩვენ მას, ამის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

“არჩევანის” წამყვანმა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რადგანაც მისი თქმით, გვარამია მთელ სახელმწიფო ინსტიტუტს წინააღმდეგობას უწევს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა?
შემდეგი სტატია(video) ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდნენ სასამართლოდან – ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა