გიორგი გაბაშვილი – ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს უახლესი ისტორიიდან ვარდების რევოლუციის სახელი წაშალოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2018 17:44

გიორგი გაბაშვილი – ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს უახლესი ისტორიიდან ვარდების რევოლუციის სახელი წაშალოს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს უახლესი ისტორიიდან წაშალოს ვარდების რევოლუციის სახელი.

„თბილისის საკრებულოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონფრონტაციული საკითხით გადაწყვიტა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ასეთ თარიღებზე საზოგადოების გამაერთიანებელი ინიციატივით გამოვიდეს, გამოაქვს საკითხი ვარდების რევოლუციისთვის სახელის გადარქმევაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ეს არის მცდელობა ისტორიიდან მნიშვნელოვანი ფურცლის ამოშანთვისა. ეს არის კონკურენცია, როცა ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან თარიღებს ვაჯიბრებთ სხვა თარიღებს. ეს არის პოლიტიკური ვიწროპარტიული შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე, არის ისტორიის გადაწერისა და მნიშვნელოვანი თარიღების ამოღების უნიჭო მცდელობა. ე.წ. ფერადი რევოლუციები აღიზიანებს ერთადერთ ქვეყანას და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ბაძავს თავის დიდ მეგობარს რუსეთს, როცა ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორიიდან წაშალოს ვარდების რევოლუციის სახელი”, – განაცხადა გაბაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2018 17:44