გიორგი დოხტურიშვილი:„ვარკეთილის მესამე მასივში ახალი, რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც მერიამ გაითვალისწინა“

თბილისის საკრებულოს სამგორის (მე-3 მასივი) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მერის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი პარკი მოეწყობა.

გიორგი დოხტურიშვილის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც თბილისის მერიამ გაითვალისწინა. მისი განმარტებით, პარკის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და ტერიტორიის მასშტაბური განახლება მოხდება.

„ვარკეთილის მე-3 მასივში მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მოსახლეობას შევხვდი, მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ ამ ტერიტორიაზე პარკი მოწყობილიყო. ათწლეულების წინ აქ ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, დღეს კი, არანაირი ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. ახალი დასასვენებელი სივრცე არა მხოლოდ მე-3 მასივის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად ვარკეთილისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერისთვის. ვულოცავ მე-3 მასივში მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის დაწყებას. ჩვენი მიზანია, ვარკეთილის მე-3 მასივში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. ეს სივრცე მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავისუფალი დრო კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში გაატაროს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-“არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან”
შემდეგი სტატია“ვანო მერაბიშვილი საქართველოში სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება”