“ვანო მერაბიშვილი საქართველოში სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს ვანო მერაბიშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მერაბიშვილს ხელისუფლება გათავისუფლებას რამდენჯერმე დაპირდა.

როგორც სააკაშილი აცხადებს, ამ თემაზე ვანო მერაბიშვილთან მან მისი გათავისუფლების შემდეგაც ისაუბრა, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კიევში, საკუთარ სახლში ესტუმრა.

„მეორედ რომ მივიდნენ მასთან, უთხრეს, უბრალოდ თქვი, რომ სააკაშვილი ცუდი ადამიანია და გახვალო. ეს იყო ოთხი წლის წინ, ასე იყო რამდენჯერმე. გათავისუფლების შემდეგ, ის ჩამოფრინდა აქ, მოვიდა ჩემთან სახლში. მე ვუთხარი მადლობა, რომ ჩვენი მეგობრობა არ გასწირე და ჩემზე არაფერი დაწერეთქო, მან მითხრა, ეს შენთვის არ გამიკეთებიაო, ჩემთვის გავაკეთე, რადგან სხვა შემთხვევაში სარკეში საკუთარ თავსაც ვერ შევხედავდიო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმყოფება თუ არა ის ახლა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ის საქართველოშია და არჩევნებისთვის ემზადება. „დიახ, ის ემზადება საქართველოში სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის, ისევე როგორც მთელი ერი“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი დოხტურიშვილი:„ვარკეთილის მესამე მასივში ახალი, რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც მერიამ გაითვალისწინა“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე-ოპოზიცია არასერიოზული ხალხის დაჯგუფებაა