ირაკლი კობახიძე-“არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორი ელჩების წინააღმდეგ წასვლის გამო, პარტიები პასუხს აგებენ.

„ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით შანსი არ აქვთ და შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესი პროცესების რადიკალიზაციაა. თუმცა, აქაც მათი რესურსი ნულოვანია. ისინი არიან ჩიხის რეჟიმში და ჩიხის რეჟიმში შეცდომას შეცდომას უშვებენ. ისინი ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს. არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს არ გავა ისე, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში
შემდეგი სტატიაგიორგი დოხტურიშვილი:„ვარკეთილის მესამე მასივში ახალი, რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც მერიამ გაითვალისწინა“