გიორგი ბოტკოველი – ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანია

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისათვის ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

„ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მოტივაციის შემმატებელი იყო მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ომში მყოფმა პრეზიდენტმაც მოიცალა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს იმ დროს, როდესაც ნახა აქ პარლამენტის წინ იმდენი შეკრებილი ადამიანი. ჩვენ არ გვინდა ომი, იმ ადამიანებს არ უნდათ ომი, ჩვენ ყველას ერთად გვინდა ვიყოთ ცივილიზებული ევროპის ნაწილი, რომელიც იძლევა გარანტიას იმისას, რომ იყოს მშვიდობა. დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი იმ ცივილიზებული სამყაროს, ცივილიზებული ერების თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხის თავდადება, გმირობა მოტივაციის მიმცემი და სამაგალითო გახდება ძალიან ბევრი ერისთვის და ბევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად იყო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად ერთიანი ყოფილიყო უკრაინის საკითხთან მიმართებაში, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს საერთო არაფერი აქვს საერთო პოზიციასთან.

„ჩვენ გვქონდა მზაობა იმისა, რომ ამ საკითხში ვყოფილიყავით ერთიანები იმ დროს როდესაც რეზოლუციის პროექტი წარმოადგინეთ, მაგრამ მერე შეცვალეთ პოზიცია და უკვე გაწყვიტეთ კავშირი ოპოზიციასთან და ჩვენს საერთო პოზიციასთან. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კი ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადება. პრემიერის პოზიცია არის რომ დავემონოთ რუსეთს და ზურგი ვაქციოთ ცივილიზებულ სამყაროს, საკუთარი ხელით გვიკეტავს ევროპისკენ გასასვლელ კარებს, სხვა მეტს არაფერს ნიშნავს სანქციებზე არშეერთება. ჩვენ არ გვინდა ომი, იმ ადამიანებს არ უნდათ ომი, ჩვენ ყველას ერთად გვინდა ვიყოთ ცივილიზებული ევროპის ნაწილი, რომელიც იძლევა გარანტიას იმისას, რომ იყოს მშვიდობა,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველი

banner
წინა სტატიაშიჯონსონი: ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება
შემდეგი სტატიადავითულიანი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ ყველას მოგვეცემა შანსი, რომ ერთხელ და საბოლოოდ, თავი დავაღწიოთ იმ უბედურებიდან, რასაც დღეს პუტინის რუსეთი ჰქვია