გიორგი ამილახვარი: ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა გადავდგათ თამამი ნაბიჯები და მივიღოთ ის განათლების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს უსმენდნენ, პარლამენტის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ გატარებული და მიმდინარე რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელმაც მყარი საფუძველი შეუქმნა განათლების სისტემას და ახლა უკვე უნდა გადაიდგას ის თამამი ნაბიჯები, რაც განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ პროგრამაშია ასახული და რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამის სახით ამომრჩეველს და მოსახლეობას შესთავაზა.

„სწორედ ეს რეფორმები მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა გადავდგათ თამამი ნაბიჯები თქვენი პროგრამის ფარგლებში და მივიღოთ ის განათლების სისტემა, რომელიც რეალურ შედეგებზე იქნება დაფუძნებული, დაფუძნებული იქნება იმ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რაც დღეს ასე აქტუალურია და ერთხელ და სამუდამოდ დიპლომის აღება არ იქნება შედეგის განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იქნება იმ ცოდნის მიღება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენს მოქალაქეებს და სტუდენტებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია თქვენს პროგრამაში ასახული და ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. ამის შემდეგ მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს რამდენიმე კითხვით მიმართა, პირველი კითხვა ეხებოდა უმაღლეს განათლებაში დაფინანსების სისტემის ცვლილებას. დეპუტატი დაინტერესდა ხომ არ არის დრო დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგრანტო თანხის მოცულობა, რაც ამჟამად ერთნაისია ყველა საგანმანათლებლო პროგრამისთვის, რომ გახდეს დიფერენცირებული. ვინაიდან დადგა ის დრო, რომ ვერანაირად ვერ შეიძლება ერთი და იმავე ფასით იყოს დაფინანსებული პროგრამები, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, მისი ლაბორატორიული თუ ტექნიკური თვითღირებულებიდან გამომდინარე.

ასევე შევიმუშაოთ გარკვეული ინიდიკატორები და მივმართოთ ჩვენი დაფინანსება იმ პროგრამებისკენ, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს და რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან არის დაკვეთილი.

დეპუტატის თქმით, სამინისტროს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში როგორ მოახდინა სიტემამ ადაპტაცია და დისტანციური სწავლებით სრული უწყვეტობა შესთავაზა როგორც მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს. „პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, განათლებაში იმ დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?“ მისი შეკითხვა ასევე შეეხებოდა სადოქტორო პროგრამებს. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ არის დაგეგმილი გარკვეული დიფერენვციაიაცია რომ სადოქტორო პროგრამებისთვის შემუშავებული იქნეს ცალკე აკრედიტაციის სტანდარტები.

კიდევ ერთი საკითხი, რითაც გიორგი ამილახვარი დაინტერესდა მეცნიერების კომერციალიზაციის საკითხია. კერძოდ, რა მექანიზმები შეიძლება შეიქმნას და რა სიღრმისეუყლი ნაბიჯები გაქვთ დაგეგმილი მეცნიერების კომერიალიზაციის ნაწილში.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე – ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში
შემდეგი სტატიახუნდაძე ბავშვთა შიმშილობაზე – ასეთი დეფინიცია არ არსებობს