გიორგი ალიბეგაშვილი: იმედია ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს და მოიქცევა ღირსეულად

საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო, გუშინ ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში ალეკო ელისაშვილსა და დეპუტატ სოსო მანჯავიძეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო.

“ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა შეეჩვია ცრუ ბრალდებებს. შეურაცხმყოფელ ლექსიკას. ამავე დროს ისეთი წინადადებების მოხმობას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. იმედია, რომ ბატონი ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს, რომ მოიქცეს ღირსეულად და გააკეთოს ის საქმე, რაც მას მოსახლეობამ დაავალა,“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: წარმოდგენა არ მაქვს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ