გიორგი ალანია: ნუ იქნებით ამ რუსი „შესტიორკის“ დედლები!

მათთვის, ვისაც არ გამოუცდიათ, ძნელი გასაგებია, თუ რას ნიშნავს, იყო დევნაში მაშინაც კი, თუ რომელიმე ქვეყნის დაცვის ქვეშ ხარ. ყოველ ორშაბათს, ინტერპოლის გვერდებს რომ ათვალიერებ და საზღვრის ყოველი გადაკვეთისას შიში გაქვს, ან კიდევ, მუდამ მზადყოფნაში ხარ გინდ ქუჩაში, გინდ – მაშინ, როდესაც სახლის კარზე ზარი რეკავს და ა.შ.
23 წელი ვიყავი ასეთ სიტუაციაში და ვიცი, რასაც ნიშნავს. შეიძლება, სხვებს არ დაანახოს კაცმა, რომ გულის სიღრმეში ამ გრძნობით ცხოვრობ, მაგრამ ეს ასეა და დამიჯერეთ, დანგრეული ცხოვრებას არანაირი მოგებული სასამართლო თუ კონპენსაცია ვერ დაგიბრუნებს.
„წაქცეულებს არ ურტყამენ!“ – რამდენადაც მახსოვს, იმ საქართველოში, რომელიც ლამის 24 წლის წინ დავტოვე, ასე იყო. არ ვიცი, რამ გადაგაჯიშათ, განსაკუთრებით მამაკაცები, დედლებივით რომ აღფრთოვანებულნი ხართ სააკაშვილის უმოქალაქო სტატუსით. სააკაშვილი დიდად არ მეხატება გულზე. მაშინაც, 9 წლის განამვლობაში, როდესაც პრეზიდენტი იყო, დევნაში ვიყავი. მეტიც, სისხლი სამრთლის მუხლებიც კი დამიმტეს, მაგრამ თუ პასუხს მოვთხოვ, ეს იქნება ჩემი მოთხოვნა და ვიღაც რუსი “შესტიორკების” ხელით „ნაჩათლახარზე“ არ გავიხარებ.აბა, ისე, სამრთალმა რომ უნდა იზეიმოს, ორი აზრი არ არსებობს. დაუმტკიცეთ, დააკავეთ, გაასამართლეთ, თუ არ გამოგდით, დახვრიტეთ (ისრაელის სტილში), მაგრამ საკუთარი სახე არ დაკარგოთ და ნუ იქნებით ამ რუსი „შესტიორკის“ დედლები!

გიორგი ალანია, ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა
შემდეგი სტატიასკანდალური პროგნოზი – იყრის თუ არა პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს და როგორ გადანაწილდება რუსეთის ხელისუფლებაში თანამდებობები