გიორგი აბაშიშვილმა კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მოინახულა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მოინახულა.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თავს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობს.

„რაც შეეხება მომხდარს, ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში უმაღლესი თანამდებობის პირზე თავდასხმა ხდება. ორმაგად სამწუხაროა, როდესაც გენერალურ აუდიტორს თავს ესხმიან გარკვეული ჯგუფის წევრები და როგორც ლაშა თორდია ამბობს, ეს მის საქმიანობას უკავშირდება.

ასეთ ვითარებაში, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ელემენტარული წესრიგი არ არის დაცული, რიგითი მოქალაქეები უფრო დაუცველები არიან“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება უსწრაფესად უნდა წარიმართოს და დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ. ამასთან, აბაშიშვილის ინფორმაციით, თორდია ამ დრომდე ელოდება საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას და დაკითხვას.

banner
წინა სტატიაშიპირველად ევროპის ცენტრში: ქალმა იმამმა პარასკევის ნამაზი შეასრულა
შემდეგი სტატიასეპარატისტთა ვერაგული თავდასხმა ევროვიზიის ფინალის დროს