სეპარატისტთა ვერაგული თავდასხმა ევროვიზიის ფინალის დროს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2017 01:19

სეპარატისტთა ვერაგული თავდასხმა ევროვიზიის ფინალის დროს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში, როდესაც კიევში ევროვიზიის ფინალი მიმდინარეობს, მთელს უკრაინის ფრონტზე სიტუაცია საგანგაშოდ დაიძაბა.


გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა ფრონტის მთელს პერიმეტრზე მასირებული ცეცხლი გახსნეს. ისვრიან ყველა სახეობის იარაღიდან და გამუდმებით.
უკრაინული მედია ვოლონტიორ დანა იაროვას კომენტარს აქვეყნებს:
,,ყოველ 10 წუთში ვღებულობთ ინფორმაციას, რომ მთელს ფრონტზე გააფთრებით გვესვრიან. ყველა ხვდება იმას, რატომაც დაიწყეს სეპარატისტებმა ეს შეტევა… სამხედროებო! მებრძოლებო! მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენს წინაშე, რამე თუ თქვენი დამსახურებაა, რომ მშვიდობიან კიევში ევროპული კონკურსი ტარდება.. ევროვიზია უნდა ჩატარდეს და ჩვენი ქვეყნის იმიჯიც ავამაღლოთ ევროპაში! თქვენც უნდა გაუძლოთ და დაიცვათ ქვეყანა! ჩვენ გავუძლებთ ჩვენი მეომრების წყალობით და ერთად გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ,,

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2017 01:19

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics