პირველად ევროპის ცენტრში: ქალმა იმამმა პარასკევის ნამაზი შეასრულა

ამერიკელმა მუსლიმმა ფემინისტმა და თეოლოგმა, ქალ იმამად წოდებულმა ამინა ვადუდმა ჰოლანდიაში პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა.
13 მაისს, მუსლიმთათვის წმინდა დღეს -პარასკევს, ამსტერდამის საკონცერტო დარბაზ ,,პარადისში,, შეკრებილ ევროპელ მიმდევართათვის, რომელთაც ,,პროგრესულ მუსლიმებს,, უწოდებენ, ამინა ვადუდმა ნამაზი შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელ მუსლიმთა სამი ორგანიზაციიდან არც ერთმა ამინა ვადუდს პარასკევის ნამაზისთვის მეჩეთი არ დაუთმო, რადგან ისლამური წესების თანახმად ქალთა სქესისის წარმომადგენელი იმამი ვერ იქნება და ქალები და მამაკაცები ერთად ვერ ილოცებენ. ამინა ვადუდსა და მის მიმდევრებს კი მარლთმორწმუნე მუსლიმები სექტანტებად მიიჩნევენ.
64 წლის ამერიკელი თეოლოგიის დოქტორი – ამინა ვადუდი, პირველი ქალია ისტორიაში ვინც იმამის როლი იტვირთა და 2005 წელს ნიუ იორკში პარასკევის ნამაზი შეასრულა, სადაც ლოცვას ორივე სქესის წარმომადგენლები ერთობლივად დაესწრნენ და თავად ეს აქცია საეპისკოპოსო ეკლესიაში მოაწყო, რადგან აშშ-შიც მას მეჩეთი არ დაუთმეს. 2008 წელს მან ასეთივე აქცია ბრიტანეთშიც მოაწყო.

banner
წინა სტატიაში(video) ივანიშვილი, კალაძე და ფარცხალაძე კლასიკურ მაფიოზებად ჩამოყალიბდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მოინახულა